აჭარის მთავრობაში მაღალი თანამდებობის პირებმა ხელფასები მნიშვნელოვნად მოიმატეს - განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციაში გაკეთდა. რეზო ხარაზის თქმით, თანამდებობის პირებმა ხელფასები თითქმის გაიორმაგეს, იმ დროს, როცა დაბალი რანგის მოხეელეების ანაზღაურება უცვლელი დარჩა.
აჭარის მთავრობაში ნაციონალური მოძრაობას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებენ. მთავრობის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აჭარის მთავრობამ სახელფასო ფონდი შეამცირა.
შესაბამისად ხელმძღვანელ პირებს ანაზღაურება ცოტათი მაგრამ მაინც შეუმცირდათ. ბესო ლილუაშვილი აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას მოსახლეობა შეცდომაში იმის გამო შეჰყავს, რომ საჯარო სამსახურის რეფორმის მიხედვით, ხელფასი და დანამატი გაერთიანდა.