ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტობუსის მოსაცდელი დაზიანდა. კონსტრუქციას გუშინ საღამოს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ჩამსხვრეულია მინები.
ხარჯის დაფარვა მძღოლს მოუწევს. მისი ავტომობილი საჯარიმოზეა გადაყვანილი და ზიანის ანაზღაურებამდე იქ დარჩება.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ უფროსის ბადრი ფარტენაძის განცხადებით, ადგილზე სპეციალისტები უკვე იმყოფებიან და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.