გაიგეთ რა ასაკში რომელ ინფექციაზე კეთდება ვაქცინაცია  

30 იანვარი 2018, 00:00 81838 ნახვა

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა იმუნიზაციის შესახებ. აცრების კალენდარი დაგეხმარებათ დააზუსტოთ, რა ასაკში რომელ ინფექციებზე კეთდება ვაქცინაცია.

იმ შემთხვევაში თუ მონაცემები დაგავიწყდათ ‘’აცრის სტატუსის’’ გადამოწმება ოჯახის ექიმთანაცაა შესაძლებელი.

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით წითელა, წითურა, ყბაყურას აცრა არასრულწლოვნებში  ორჯერ, 12 თვისა და 5 წლის ასაკში კეთდება.

პლევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით პატარები 2 თვის, შემდეგ სამი თვის, ბოლოს კი ერთი წლის ასაკში აიცრებიან.

როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო აცრა ორი და სამი თვის ასაკის ბავშვებში კეთდება.

დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსის ვაქცინა მხოლოდ ერთხელ 18 თვის ვადაზეა გათვალისწინებული.

პოლიომიელიტის ორალურ ვაქცინას ბავშვი პირველ ეტაპზე 18 თვის ვადაზე იღებს,  განმეორებით კი 5 წლის ასაკში.

დიფთერია-ტეტანუსის ვაქცინა 5 წლის ბავშვებს უკეთდებათ.

ტეტანუსი-დიფთერიის ვაქცინა კი 14 წლის მოზარდებს.

საქართველოში მოქმედებს იმუნიზაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც პირველი აცრაახალშობილებს სამშობიაროშივე უტარდება. დაბადებიდან 12 საათში აცრა B ჰეპატიტზე, ხოლო 0-5 დღემდე ვადაში ბცჟ-ზე (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა)  კეთდება.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კალენდარში კიდევ ერთი ვაქცინაციის თარიღის ჩანიშვნაა საჭირო. ბოლო წლებია 9 წლის გოგონებს, პაპილომა ვირუსზე აცრა უტარდებათ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით აცრები უფასოა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი