ხულოში ელექტროენერგია 2 სოფლის 150-მდე აბონენტს არ მიეწოდება. დენის გარეშეა დარჩენილი უჩხოსა და წაბლანას მოსახლეობა. უხვმა ნალექმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრს მიაღწია. უშუქობის გამო, სააღმზრდელო პროცესი 3 საბავშვო ბაღში შეჩერდა.
კომპანია ‘’ენერგო-პრო ჯორჯიას’’ წარმომადგენლების განცხადებით, სამუშაოები უკვე დაწყებულია.
უამინდობამ პრობლემები შექმნა გადაადგილების კუთხითაც. რამდენიმე სოფელში მიმოსვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებითაა შესაძლებელი. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ცნობით, გზებს 10 ერთეული ტექნიკა წმენდს.