აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განიხილავენ. საორგანიზაციო კომისიის წევრები სტუდენტებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
საჯარო განხილვაზე დეპუტატები დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრებენ და შეხვედრის მონაწილეების კითხვებს უპასუხებენ. კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვა ხვალ საჯარო მოხელეებთან შეხვედრით დასრულდება, რის შემდეგაც დოკუმენტზე უმაღლესი საბჭოს დარგობრივ კომისიებში იმსჯელებენ. სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი გაითვალისწინებენ თუ არა მოსახლეობის რეკომენდაციებს. საკონსტიტუციო ცვლილებები სამი მოსმენით უნდა დამტკიცდეს.