პარლამენტის  თავმჯდომარე  მედიამენეჯერებს  შეხვდა 

26 იანვარი 2018, 00:00 2373 ნახვა

მედიაორგანიზაციების არგუმენტები და მოთხოვნა – პარლამენტმა გაიზიაროს პრეზიდენტის ვეტო, ანუ არ დაამტკიცოს “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები. სამი მოსმენით მიღებული და ვეტო-დადებული პროექტის შესახებ აქამდე უკვე არაერთხელ გაცხადებული პოზიცია დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ მოისმინა.

ჟურნალისტები და მედიამენეჯერები იმ საფთხეებზე საუბრობენ, რაც ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში მაუწყებლის არსებობის იდეას და კომერციულ მედიასაშუალებებს დააზარალებს. ირაკლი კობახიძე დღეს ოპონირების რეჟიმში იყო, თუმცა ჟურნალისტების არგუმენტები არ შეუფასებია, შეაფასა და დაიწუნა გიორგი მარგველაშვილის ვეტო. ფაქტს უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

დღევანდელ შეხვედრას სხვა მედიაორგანიზაციებთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ესწრებოდა. ნათია კაპანაძემ აღნიშნა, რომ დაგეგმილი ცვლილებები ვერ შეუწყობს ხელს არხის მდგრადობას და ვერ გაზრდის მის რეიტინგს. კაპანაძემ იმ საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის წინაშეც წლებია დგას აჭარის მაუწყებელი - შენობა, რომლის საკითხიც 4 წელია არ გადაწყდა და ბიუჯეტირება, რომელიც აჭარის ტელევიზიისთვის 4 წელია კანონით დადგენილი მინიმუმია. კითხვა-პასუხი, შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები და შეფასებები

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი