მაუწყებლობის შესახებ კანონი-პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შეხვედრა

24 იანვარი 2018, 00:00 2816 ნახვა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ბათუმში სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდა. ამ შემთხვევაშიც საუბარი შეეხო “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. “საზოგადოებრივი მაუწყებელი ეს არის საზოგადოებრივი სიკეთე, რომელიც არ უნდა დაუპირისპირდეს მედიამრავალფეროვნებას” – სწორედ ეს არის ის მთავარი არგუმენტი, რის გამოც გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს რომ სახელმწიფო დაფინანსების მქონე მაუწყებლისთვის დამატებითი რეკლამისა და სხვა სახის პრივილეგიების მინიჭება არაა მართებული. პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მედიაორგანიზაციები და მესამე სექტორის წარმომადგენლები იმედს იტოვებენ რომ პარლამენტარები ვეტოს გაიზიარებენ და არ შეცვლიან არსებულ კანონს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში