თბილისს დროით 15:00 საათზე უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართება. დღეს გაირკვევა ვის შეხვდება საქართველოს ეროვნული ნაკრებიც. საქართველო D ლიგაში პირველ კალათაშია განთავსებული და ქართველი ფეხბურთელებისთვის ყველაზე ხელსაყრე მოწინაარმდეგე ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, გიბრალტარი იქნება.
კალათები შემდეგნაირადაა გადანაწილებული:
I კალათა: საქართველო, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მაკედონია
II კალათა: სომხეთი, ლატვია, ფარერების კუნძულები, ლუქსემბურგი
III კალათა: ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტეინი, მალტა
IV კალათა: ანდორა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი
შესაბამისად, წინასწარ ცნობილია, რომ ჯგუფში აზერბაიჯანი, ბელორუსი და მაკედონია ვერ შეგვხვდება.
D დივიზიონში მოასპარეზე 4 ჯგუფში 4 ნაკრები იქნება გადანაწილებული. ჯგუფის გამარჯვებული C დივიზიონის საგზურს მიიღებს, ხოლო 2020 წლის მარტში ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული პლეი-ოფის სისტემით გაარკვევს იმ ნაკრების ვინაობას, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.