რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ, 2020 წელს ბათუმს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ექნება.
მშენებლობას საფუძველი უკვე ჩაეყარა და ჩაეშვა სიმბოლური კაფსულაც. 99 მილიონ 448 ათას 408,56 ლარის ღირებულების მოედანი 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი.