ხის მეჩეთები, ფოტოები და არქიტექტურული დახასიათება, - გამოფენა თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. ისლამური არქიტექტურული მემკვიდრეობა აჭარაში, კანადელი ურბანისტი, პროექტის ფარგლებში მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობდა, სადაც უძველესი მეჩეთები მოინახულა. ნაგებობების შესახებ ინფორმაცია შეაგროვა და გამოფენაზე წარმოაჩინა.
მკვლევარი მეჩეთების ადგილმდებარეობის მრავალფეროვნებას აღწერს და რეგიონში შენობების შენარჩუნებას ხაზს უსვამს. სიუზან ჰერის - ბენდტსი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დოქტორანტია და ურბანული მეცნიერებისა და დაგეგმარების მიმართულებით მუშაობს. თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ფოტოგამოფენის დათვალიერება მსურველებს 15 თებერვლამდე შეეძლებათ.