ადამიანური რესურსების მართვა და ინფექციის კონტროლის სისტემის ფუნქციონირება - ამ მიმართულებით ბათუმში, კერძო სექტორში საკადრო უზრუნველყოფის სამსახურში დასაქმებულები და მედიკოსები გადამზადდებიან. სამ დღიანი სწავლების კურსი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისა და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ - ცენტრის ერთობლივი პროექტის ნაწილია.
ექიმებს ინფექციის კონტროლის სისტემის შესახებ მარინა ბაიდაური ესაუბრა. ექიმ ეპიდემიოლოგმა მედიკოსებს ის რეგულაციები გააცნო, რომელთა დაცვასაც მათ 2018 წლიდან კანონმდებლობა ავალდებულებს. ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ორგანიზებით სალექციო კურსი პიარ – მარკეტინგის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის საკითხებშიც ჩატარდება.