ჩრდილოეთ ევროპაში ქარიშხლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ,,ბიბისის" ინფორმაციით, მათ შორის ორი გერმანელი მეხანძრეა. მსხვერპლია ნიდერლანდებშიც. სიტიქიამ ხეები წააქცია და სამშენებლო კონსტრუქციები დაანგრია.
ამ დროისთვის ქარიშხალმა ,,ფრედერიკმა" პოლონეთის საზღვრისკენ გადაინაცვლა. გერმანიაში ქარის სიჩქარემ საათში 140 კილომეტრს მიაღწია. გადაიდო ავიარეისები. გერმანიის ხელისუფლებამ, 65 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მოსახლეობას გარეთ გასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. დაიკეტა გზები.