რას ფიქრობენ საქართველოში ქალებისთვის მემკვიდრეობის გადაცემის საკთხზე

18 იანვარი 2018, 00:00 2838 ნახვა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაინტერესდა რას ფიქრობენ ქვეყანაში ქალებისთვის მემკვიდრეობის გადაცემის საკთთხზე. კვლევითი ინსტიტუტის კითხვის ფორმულირება შემდეგნაერი იყო: ამჟამად უქმნის თუ არა პრობლემას ქალებს ის, რომ ოჯახები მემკვიდრეობით არ აძლევენ ქონებას?

 კითხვაზე გამოკითხულთა 42 პროცენტმა უპასუხა, რომ ამ თემას პრობლემურად მიიჩნევს ქალებისთვის. უფრო დიდი ნაწილი  45% კი თვლის, რომ ეს საკითხი  არ არის აქტუალური.

კითხვაზე ამჟამად უქმნის თუ არა პრობლემას ქალებს ის, რომ ოჯახები მემკვიდრეობით არ აძლევენ ქონებას, პასუხი არ აქვს 13%. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი გამოაქვეყნა. 

საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით 2 298 პირისპირი ინტერვიუ ჩაიწერა წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი