იაფი სახლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

17 იანვარი 2018, 00:00 3812 ნახვა

ბათუმის მერიამ 2 საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. 5 სართულიანი სახლები ჯავახიშვილის ქუჩაზე უნდა აშენდეს, ამისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 478 ათასი ლარია გათვალისწინებული. წინადადებების მიღება 2 თებერვალს დაიწყება და 8-ში დასრულდება. მრავალბინიანი სახლები, “ხელმისაწვდომი სახლის” პროექტის ფარგლებში შენდება. ამ ეტაპზე მერია არ ასაჯაროვებს კონკრეტულად რა წინადადებით მიმართავს საკრებულოს, რა კრიტერიუმებით შეარჩევენ ბენეფიციარებს, რომლებიც სახლს თანადაფინანსების პრინციპით, შეღავათიან ფასად შეისყიდიან.

ე.წ. “იაფი სახლის” პროექტის განხორციელება 2014 წელს დაანონსდა, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდა, თუმცა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ბრიტანულ კომპანიასთან დღემდე დავა აქვს ბათუმის მერიას. მაშინ მერიამ “კონვერტ ჯორჯიას” ავანსად მილიონნახევარი ლარი გადაურიცხა, რომელსაც ჯერ - ჯერობით ვერ იბრუნებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი