საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე აქტუალური ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია. გამოკითხულთა უმრავლესობა მთავარ გამოწვევად სოციალურ საკითხებს მიიჩნევს და პირველი ხუთეული უმუშევრობას, ფასების ზრდა/ინფლაციას, სიღარიბეს, პენსიებსა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას უჭირავს.
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ჩამონათვალში მე-6 ადგილი უჭირავს, განათლებას მე-8, ხოლო ადამიანის უფლებებს მე-10 ადგილი.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გაკეთებული კვლევების მიხედვით, ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.