ბათუმში, ბარცხანის ხიდთან მანქანა დაიწვა. ცეცხლი გაჩერებულ მიკროავტობუსს გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ.
მეპატრონე ამბობს, რომ ცეცხლის გაჩენა მანქანის ტექნიკურ გაუმართაობას არ უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებამ 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანება- განადგურებას ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე ვადით.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.