საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, გერმანიის “შარიტეს” კლინიკისგან მათ პაციენტის მკურნალობის გაგრძელების თაობაზე უარი მიიღეს. განცხადების მიხედვით, უწყება განაგრძობს კლინიკების მოძიების პროცესს და ასევე მზად არის მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ თურქულ კლინიკასთან მოლაპარაკება აწარმოოს.
პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა დაჭრილის ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა გუშინ კატეგორიულად მოითხოვა.