ჯანდაცვის სამინისტრო მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ გერმანულ კლინიკასთან მოლაპარაკებას დაიწყებს

08 იანვარი 2018, 00:00 2256 ნახვა

“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მზად არის დაიწყოს მოლაპარაკება თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ გერმანულ კლინიკასთან. ამ ეტაპზე უწყება პაციენტის წარმომადგენლის მხრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებას ელოდება” – ამის შესახებ წერილობითი განცხადება ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. განცხადების თანახმად “მანამდე ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახს პაციენტის გადაყვანა თურქეთში შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეს შემთხვევა კონტროლზე პირველივე წუთიდან  ჰყავს აყვანილი. ამ დროისთვის, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მიეწოდება.” მაჩალიკაშვილების ოჯახის განცხადებას დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ გამოხმაურებია. შეგახსენებთ, თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრეს. საქმეზე სამართალდამცველების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების მუხლით მოკვლევაა დაწყებული. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი