ტრადიციულად ალილოს მსვლელობა გაიმართა თბილისში. თეატრალიზებული მსვლელობის მონაწილეებმა გაიარეს რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი და ბარათაშვილის ქუჩები. ალილოს მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები დახვდნენ. მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრები დედაქალაქის მერმა გადასცა.
ალილოს მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდნენ, სადაც მათ გიორგი მარგველაშვილმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა უმასპინძლეს.ალილოზე შეგროვებული ტკბილეული და საჩუქრები 8 იანვარს დახარისხდება და ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დაურიგდება.