საშობაო ლიტურგიას ბათუმის საკათედრო ტაძარში მეუფე დიმიტრი აღავლენს

06 იანვარი 2018, 00:00 2761 ნახვა

მართლმადიდებელი სამყარო ხვალ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. საღვთო ლიტურღია ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საღამოს 12-ის ნახევარზე დაიწყება და მას მეუფე დიმიტრი ჩაატარებს. შობა ქრისტიანულ სამყაროში უდიდესი სულიერი დღესასწაულია. დღესასწაულს წინ 40 დღიანი მარხვა უძღოდა, რომელიც საზეიმო წირვის შემდეგ დასრულდება. საქართველოს სამოციქულო ეკლესია ქრისტეს შობას იულიანური კალენდრით აღნიშნავს 25 დეკემბერს რაც გრიოგორიანული კალენდრით 7 იანვარს ესადაგება.

უკვე საუკუნეებია საქართველოში შობას ალილოობის ტრადიცია არსებობს. ბათუმში ალილოს მსვლელობა ხვალ 12:00 საათზე ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყება და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში დასრულდება სადაც სასულიერო პირები დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან. დღესასწაულს მუნიციპალიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები შეუერთდებიან. ალილოზე შემოსული ძღვენი ბათუმის წმ. მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია - პანსიონისა და წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის ბენეფიციარებს დაურიგდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი