აფეთქებული კორპუსიდან ნივთები გამოაქვთ

05 იანვარი 2018, 00:00 3949 ნახვა

ახვლედიანი ქუჩაზე აფეთქებულ შენობას დემონტაჟისთვის ამზადებენ. 

ლევან სამხარაულის ექსპერტის ეროვნული ბიუროს წარმომადგენელთა დასკვნით, სახლი აღდგენას არ ექვემდებარება.

სამუშაოებს კომპანია ‘’მონოლითი 2005’' ასრულებს.

ახვლედიანი 12 ნომერში მცხოვრებ ოჯახებს ბათუმის მერიამ დროებითი საცხოვრებლები უქირავა. მოითხოვენ, რომ ბინები იმავე ტერიტორიაზე ასაშენებელ კორპუსში გადაეცეთ. დაზიანებულია მომიჯნავე საცხოვრებელი სახლიც. ერთ-ერთი დაზარალებული ამბობს, რომ ქალაქის მერთან მორიგი შეხვედრა 9 იანვარს გაიმართება.

ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქება 10 დეკემებერს მოხდა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. 9 ოჯახის საცხოვრებლის გარეშე დარჩა. 45 ბინა კი დაზიანდა.

მომხდარზე გამოძიება 229-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ბუნებრივი აირის მოხმარების წესების დარღვევას გულისხმობს.

ბათუმის მერმა, ახვლედიანი ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაცია და ფოტომასალა საკუთარ ფეისბუქ გვერდზეც გამოაქვეყნა.

ლაშა კომახიძის განმარტებით, დაზარალებულ 9 ოჯახს პირველადი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნის მიზნით, 1000 – 1000 ლარი დაერიცხათ.  ასევე  100 ათას ლარზე მეტი გამოყო დაზიანებული შენობის გვერდით არსებული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებისათვის.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში