ავარიის შედეგად დაშავებულები კლინიკებში რჩებიან

04 იანვარი 2018, 00:00 3792 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 44 წლის კაცი მკურნალობის კურსს, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადის. მედიკოსების ინფორმაციით, მას გულმკერდის, მუცლისა და კისრის დახურული ტრავმები აღენიშნება. პაციენტი გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

კიდევ ერთი დაშავებული კი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება. კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის რუსუდან ქამადაძის, თქმით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მას საჭირო გამოკვლევები უტარდება.  62 წლია ქალს თავის არეში კანქვეშა სისხლჩაქცევები აღენიშნება.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილია ქვეითად მოსიარულე, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ​

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი