სასაკლაოებზე მარკირების გარეშე პირუტყვის დაკვლა აიკრძალება. ცვლილება ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულების თანახმად განხორციელდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, სავალდებულოა სასაკლაოზე მიყვანილი პირუტყვი იყოს იდენტიფიცირებული.
ცვლილების მიზანი მომხმარებლისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნაა. პროგრამის ფარგლებში სასაკლაოს ვეტერინარებს შესაბამისი სწავლება ჩაუტარდათ. საინფორმაციო კამპანია შვეიცარიის და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.