შობის კუნძულებიდან ამერიკის სამოამდე - 2018 წელს უცვლელი ატრიბუტებით, სახალხო სეირნობებითა და გრანდიოზული ფოიერვერკების შოუებით შეხვდნენ. ევროპასა და შეერთებულ შტატებში სადღესასწაულოდ უსაფრთხოებას გაძლიერებულად იცავდნენ.
საახალწლო ღონისძიებების ჩატარებაზე უარი თქვეს მეზობელ თურქეთში. მიზეზი ტერაქტების საფრთხის გამო გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები გახდა. ახალი წელი მსოფლიოში, ისევე, როგორც საქართველოში ტრადიციულ სუფრასთან, ლოცვასა და უკეთესი მომავლის იმედთან ასოცირდება.