თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა გაიხსნა. იგი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. ღონისძების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სკოლის მემორიაური დაგა გაიხსნა. მანამდე კი თავდაცვის მინისტრმა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ელჩ თაკან ილდემთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე და სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ასევე, ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტთან დაკავშირებულები მოლოდინები.