სტამბოლში წინასაახალწლოდ უსაფრთხოების ზომებს გაამკაცრებენ. სააგენტო ,,როიტერის" ინფორმაციით, გასულ წელს კლუბ რეინაში ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, სადღესასწაულო ღონისძიებების დროს უსაფრთხოებას 37 ათასი პოლიციელი და 4 ათასი ჟანდარმერი დაიცავს.
ხელისუფლებამ სტამბოლის ცენტრალურ რაიონებში ,,ბეიოღლუში" ,შიშლისა და ბეშიქთაშში დაგეგმილი 4-დღიანი საახალწლო ღონისძიებები გააუქმა. უსაფრთხოება გამკაცრდა ტაქსიმის მოედანზეც.