კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წერილობით გააფრთხილა

28 დეკემბერი 2017, 00:00 3525 ნახვა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წერილობით გააფრთხილა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა დარღვევა.  საქმე ეხება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში კომპანია „ასკანელის“ მაგარი სპირტიანი სასმელის „ასკანელი XO“ სარეკლამო რგოლის განთავსების საკითხს.  

კომისიის წევრები აღნიშნავენ, რომ კანონმდებლობით  მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით აკრძალულია.

‘’შესაბამისად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო ბადეში აღნიშნული სარეკლამო რგოლის განთავსებით, დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ მსგავსი დარღვევისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა’’ - წერია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი