საავტომობილო გზებზე უხვი ნალექის გამო შეზღუდვებია

25 დეკემბერი 2017, 00:00 2803 ნახვა

საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე რამდენიმე მიმართულებით გადაადგილება გართულებულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ  ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, ამ დროისთვის კი ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

უხვი ნალექის გამო, შეზღუდვებია კორშა-შატილის მონაკვეთზეც.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,ასევე ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და გზებზე დაწესებულ რეჟიმებს დაემორჩილონ.

ამავე კატეგორიაში