“იკვეთება პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა”- შსს-ს განმარტება

24 დეკემბერი 2017, 00:00 2639 ნახვა

დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ  პოეტმა ზვიად რატიანმა მედიასთან დაკავების დეტალები გაიხსენა. მისი თქმით დაკავება ქურთუკის ფერის გამო მოხდა და მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით. უწყებაში განმარტავენ, რომ წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა. “სამინისტრო, ფაქტის საბოლოო გამოძიებამდე უფლებამოსილებას შეუჩერებს ზემოაღნიშნულ პოლიციელს.

რაც შეეხება, მოქალაქე ზვიად რატიანს, იგი ამჟამად გათავისუფლებულია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ჩვენი მიზანია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. შესაბამისად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია გადაცდომის თითოეულ ფაქტზე -ასეთის არსებობის შემთხვევაში, სამართლებრივ რეაგირებას მომავალშიც მოახდენს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი