მომავალი წლიდან დიდ ბრიტანეთში აჭარის რეკლამირება დაიწყება

23 დეკემბერი 2017, 00:00 2303 ნახვა

2018 წელს აჭარის პოპულარიზაცია დიდ ბრიტანეთში დაიწყება. ბოლ კვლევების მიხედვით დიდი ბრიტანეთიდან აჭარის რეგიონით დაინტერესება გაიზარდა. სწორედ ამიტომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაცია 16 სამიზნე ქვეყანასთან ერთად რომელთა შორის გერმანია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთია დიდ ბრიტანეთში გადაწყვიტა. აჭარის რეკლამირება სამიზნე ქვეყნებში პრეს და ინფოტურების, საბორტო ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნების, ონლაინ რეკლამისა და სხვა მარკეტინგული აქტივობების გზით ხორციელდება.

ევრონიუსზე ''ბიბისიზე'' და ''სი ენ ენ ზე''  აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლების გასვლის შემდეგ საქართველოსა და კონკრეტულად ბათუმისა და აჭარის შესახებ ინფორმაცია 158-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო. მიმდინარე წელს  ტურიზმის დეპარტამენტმა 4 საიმიჯო ვიდეორგოლი მოამზადა, რომლებშიც რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტები, ქართული სტუმართმოყვარეობა და ტურისტული რესურსებია წარმოდგენილი. წელს, სამიზნე ქვეყნებიდან 42-მდე პრეს და ინფოტურს უმასპინძლა რეგიონმა რომლის ფარგლებშიც აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და მედიასაშუალებების 500-მდე წარმომადგენელი გაეცნო. შედეგად, საერთაშორისო მედიაში აჭარის შესახებ 150-მდე სტატია, რეპორტაჟი და ტელეგადაცემა გავრცელდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი