ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს და შეუძლებელია რომელიმე ფაქტორის გამოყოფა, თუ ეს ერთჯერადი არ არის- ეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებაა.
კობა გვენეტაძის თქმით, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს და მოკლევადიან ცვლილებაზე ანალიზის გაკეთება აბსოლუტურად შეუძლებელია. დღეს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 53 მეასედი თეთრია.