კვირიკაშვილი: ''ცალკეულმა ოჯახებმა ბაღის გადასახადი უნდა გადაიხადონ''

22 დეკემბერი 2017, 00:00 4222 ნახვა

შესაძლოა, ახლო მომავალში, ოჯახებს, რომლებსაც ამის საშუალება აქვთ, მუნიციპალური საბავშვო ბაღის გადასახადი თავად გადაიხადონ – ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებას აპირებს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. მისი განცხადებით საბავშვო ბაღების მიმართულებით გარკვეული კორექტირების შეტანა აუცილებელია.


პრემიერ მინისტრი ამ იდეის განხილვაში ჩართვისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს და ამბობს, რომ ამ საკითხზე მსჯელობის დაწყების საჭიროება მუნიციპალიტეტებში ფინანსურ რესურსზე კატასტროფულად გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა, ბიუჯეტი კი ამ მზარდ დანახარჯებს რთულად აუდის. მაგალითად ბათუმის შემთხვევაში 2012 წელს ბაღებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2018 წლისთვის კი გათვალისწინებული თანხა 14 მილიონს აჭარბებს. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის თქმით ჯერ მსჯელობა ნაადრევია, თუმცა თუ რეფორმა გატარდება ის სამართლიანი იქნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი