პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გამოსვლა პარლამენტში

21 დეკემბერი 2017, 00:00 2536 ნახვა

პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტს 2018 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამა გააცნო. ისაუბრა პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებზე, მისი თქმით, ცვლილებები აუცილებელია, რათა უფრო მეტი ახალგაზრდის დაინტერესება მოხდეს.

პრემიერობის კანდიდატმა საპენსიო რეფორმაზე გარდა, სივრცით მოწყობაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაზე, რეგიონების დეცენტრალიზაციასა და სატყეო რეფორმაზეც ისაუბრა.

ასევე ყურადღება გაამახვილა შსს სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზე. კვირიკაშვილის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში შევა პაკეტი, რომელიც დიალოგის დაწყებას გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში