სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 378 პრიმა და 378 პრიმა ორი მუხლები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტსა და მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
სადავო მუხლები გულისხმობს დროებითი მოთავსების იზოლატორსა თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემას აგრეთვე აკრძალული საგნის შეძენას, შენახვას, ტარებას, მოხმარებას ან/და ამ საგნით სარგებლობას.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორსა თუ პენიტენციურ დაწესებულებაში სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ნივთების ფლობა მაგ. ბანქო, შაქარი, საფუარი არ შეიძლება იწვევდეს პირის თავისუფლების აღკვეთას."