სოციალური ქსელი ,,ფეისბუქი" მომხმარებლის სახის ამომცნობ სისტემას აამოქმედებს. პროგრამა ცნობას გაავრცელებს ყოველი ახალი ატვირთული ფოტოს შესახებ, რომელსაც მომხმარებლები ამოიცნობენ, მაშინაც კი, როდესაც ფოტოზე ისინი არ არიან აღნიშნულები.
,,ევრონიუსის" ცნობით, ახალი სისტემა არ გავრცელდება შეზღუდული წვდომის მქონე ფოტოებზე. აღსანიშნავია, რომ ეს ჩანაფიქრი თვითმარქვია მომხმარებლებთან ბრძოლისკენაა მიმართული, რომლებიც საკუთარ გვერდზე სხვის ფოტოებს ტვირთავენ.
ამასთან, პროგრამა ფოტოს აღწერას გააუმჯობესებს. ,,ფეისბუქის" ახალი შესაძლებლობის ფართომასშტაბიანი შემოწმება შეერთებულ შტატებში ნოემბერში მოხდა.