ვირის შაურმა თუ ცხენის ქაბაბი - ვინ გვატყუებს

20 დეკემბერი 2017, 00:00 10890 ნახვა

ცხენის და ვირის ხორცი, საზოგადოებრივი კვების და სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულ ნიმუშებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა  აღმოაჩინეს. სპეციალისტებმა მონიტორინგი საქართველოს სხვადსხვა ქალაქში ჩაატარეს. ხორცის სახეობრივი კვლევისას,  მზა კერძებისა და სხვა სახის სურსათის 90 ნიმუში აიღეს და ლაბორატორიაში შეამოწმეს.

კვლევა ჩატარდა ბათუმშიც. აღმოჩნდა რომ ანგისის N2-ში,  შპს „გ.რ.ზ.ა“ მარკეტში, შპს „მეგას“ მიერ წარმოებულ გაყინულ ქაბაბში ცხენის ხორცი იყო. ეტიკეტზე კი ეს მწარმოებელს მითითებული არ ჰქონდა. 
კიდევ ერთი შემთხვევა კაფე „ჩვენებურებში“ დაფიქსირდა, რომელიც მაიკოვსკის #1-ში მდებარეობს. კატლეტის ფარში  ცხენის ხორცისგან იყო დამზადებული.
მესამე ფაქტი კი ბათუმის ცენტრალურ ბაზარში გამოვლინდა, ინდივიდუალური მეწარმე, „ბაკური“ (რეზო გიორგაძე) ცხენის ხორცის ფარშს ყიდდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დააჯარიმეს. საეჭვოდ მიჩნეული სურსათი კი ბაზრიდან ამოიღეს.

უწყების წარმომადგენლების განმარტებით, ცხენის ან ვირის  ხორცის რეალიზაციის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა აუცილებელია. პირუტყვი  უნდა იყოს იდენტიფიცირებული,  ჩატარებული ჰქონდეს შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები (ვაქცინაცია და ა.შ)  და უნდა დაიკლას სასაკლაოზე. სავალდებულოა ხორცი იყოს   ეტიკეტირებული და  მითითებული იყოს ხორცის სახეობა.

ხორცის სახეობრივი კვლევეის შედეგები იხილეთ ლინკზე.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი