პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებულ მსჯავრდებულს, სამუშაო დღეების შესაბამისად, მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდება-ინიციატივის შესახებ დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა ისაუბრა.
კახა კახიშვილის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილება რევოლუციური იქნება და მას მომავალ წელს წარადგენენ. თუ რა კატეგორიის მსჯავრდებულებს შეეხებათ აღნიშნული სიახლე, როგორ მოხდება მათი ჩართვა საქმიანობაში ჯერ-ჯერობით უცნობია.
საკითხზე სამინისტრო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობით მუშაობს. კიდევ ერთი ინიციატივის მიხედვით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან სასჯელაღსრულების სამინისტრო გათავისუფლებისთვის მოსამზადებელ დაწესებულებას გახსნის, სადაც გადაყვანილნი იქნებიან ის პირები, რომლებსაც კალენდარულად გათავისუფლებამდე დარჩათ 1 წელი. კახა კახიშვილის განმარტებით, პატიმრებს ამ დაწესებულებაში საშუალება ექნებათ, დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას.