პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი ისევ არ დაუჭირა. კომიტეტმა უარყოფითი შეფასება ერთხმად დააფიქსირა.
კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს. მთავარი, რასაც კომიტეტი ეწინააღმდეგება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების საკითხია. კანონპროექტი უმრავლესობის მიერ არის ინიცირებული.