ბათუმის მეორე საჯარო სკოლის ინიციატივით, 6 მაისის პარკში, ხეებზე თბილი ქურთუკები დაიკიდება. ნებისმიერ მსურველს კი, საჭიროების შემთხვევაში, მისი ჩაცმა შეეძლება.
სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები აქციას შაბათს, 23 დეკემბერს, 12 საათზე გეგმავენ.
მედეა ცინცაძის ინფორმაციით, თბილ ქურთუკებთან ერთად, თბილი ტანისამოსის მსურველებს საჩუქრად სახელოებში ჩადებული ქუდი, ხელთათმანი და მაისურიც დახვდებათ.
#ჩამიცვითუგცივა ამ სახელწოდებით სამოქალაქო აქციები საქართველოს მასშტაბით ტარდება. ეს არის ხეებზე ჩამოკიდებული ტანსაცმლის აქცია მათთვის ვისაც ცივა.
ბათუმში, 6 მაისის პარკში, საქველმოქმედო აქცია 12 საათზე დაიწყება.
ფოტო აღებულია სოციალური ქსელიდან. გადაღებულია თურქეთსა და ბულგარეთში, სადაც ეს ჩვეულება წლებია არსებობს. მოსაქალქეები ზამთრის პირზე, ხეებზე უსახლკაროებისთვის და უპოვართათვის ქურთუკებს კიდებენ.