სირიაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

18 დეკემბერი 2017, 00:00 3075 ნახვა

სირიაში, პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრი გიორგი მარგოშვილი, იგივე ფეიზულა კუშტანაშვილი დაიღუპა. ინფორმაცია ოჯახს გუშინ საღამოს, ტელეფონით შეატყობინეს. გიორგი მარგოშვილი სირიაში საბრძოლველად ხუთი წლის წინ წავიდა.

მარგოშვილი 2012 წელს, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს იმ 17 მებრძოლს შორის იმყოფებოდა, რომლებიც საქართველო-დაღესტნის საზღვარზე გადასვლას გეგმავდნენ. ამის შემდეგ მარგოშვილმა საქართველო დატოვა და სირიაში საბრძოლველად წავიდა. პანკისის ხეობაში გიორგი მარგოშვილს მშობლები და ოთხი ვაჟი ჰყავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი