კიევში "იმპიჩმენტისთვის" მარში დაიწყო

17 დეკემბერი 2017, 00:00 2325 ნახვა

კიევში შევჩენკოს სახელობის პარკთან  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის  პარტიის "ახალი ძალების მოძრაობის" აქტივისტები და მხარდამჭერები იკრიბებიან. საპროტესტო მსვლელობას, რომელიც შევჩენკოს პარკიდან დამოუკიდებლობის მოედნამდე  გაიმართება,  მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგება სათავეში.  იმპიჩმენტის მოთხოვნით მარში მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელით დააანონსა.

ფეისბუქით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, სადაც აქციის მონაწილეებს ქურდებისა და ბარიგების მთავრობაზე უფრო მეტი შეტევისკენ მოუწოდა.  უკრაინული მედიის ინფორმაციით, გუშინ  მაიდანზე  აქტივისტებს სცენის დამონტაჟების უფლება არ მისცეს, რასაც სააკაშვილსა და ადგილობრივ პოლიციის უფროს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.  ეგრეთწოდებული შერიგების წერილის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას,  რომელშიც სააკაშვილი პოროშენკოს სისხლის სამართლის საქმის დახურვის სანაცვლოდ საპროტესტო აქციების შეწყვეტას სთვაზობს, სააკაშვილი უარყოფს და პოროშენკოს ხელისუფლებას  კიდევ უფრო მეტი შეტევით ემუქრება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი