ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, დემოკრატიის როლი ეროვნული უსაფრთხოების გამყარებაში, ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობა - ამ საკითხებზე ბათუმში საქართველოს შეირაღებული ძალების მესამე ბრიგადის საინჟინრო ასეულთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ისაუბრეს.
საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გამოჩენილი თავდადების და ქვეყნისთვის მაღალი რეპუტაციის ჩამოყალიბებისათვის სამხედროებს მადლობა გადაუხადეს.