ევროპარლამენტარების მოთხოვნა

16 დეკემბერი 2017, 00:00 2201 ნახვა

ევროპარლამენტარები საქართველოს  ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. პარია "ევროპულმა საქართველომ" წერილი გაავრცელა, რომელიც ვანო მერაბიშვილის საქმეს ეხება. რამდენიმე ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მიმართავს: მოუწოდებთ საქართველოს მთავრობას პატივი სცეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომლის თანახმადაც მასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობამ ევროპის ადამიანის უფლება კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია მისი „ფარული მიზნებით“ და „არაკეთილსინდისიერი მოტივით“ დაკავების გამო. გამოწვევებით აღსავსე საერთაშორისო უსაფრთხოების დღევანდელ გარემოში, ქართველი ხალხის ინტერესშია რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ გამონახოს საერთო ენა და იფიქროს ქვეყნის მომავალზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ. პარლამენტის როლი, განსაკუთრებით კი მთავრობის საპარლამენტო კონტროლი ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია. პრემიერმინისტრი და მინისტრები საპარლამენტო კონტროლს თავს არ უნდა არიდებდნენ. ოპოზიციას, მათ შორის შემოწირულობების მოზიდვის და კონკურენციის გაწევის შესაძლებლობების თვალსაზრისით მთავრობა უნდა ეპყრობოდეს იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლისკენაც საქართველო ისწრაფვის. მნიშვნელოვანია რომ საქართველომ შეინარჩუნოს პლურალისტური მედია გარემო რომელიც მოქალაქეებს აზრთა მრავალფეროვნებას სთავაზობს.-ნათქვამია წერილში

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი