პარლამენტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

16 დეკემბერი 2017, 00:00 1759 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი იქნება. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ახალ თანამდებობაზე მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება.

სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, გრიგოლ ლილუაშვილი 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი - ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. საპარლამენტო არჩევნებამდე კი მას თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოსტი ეკავა.

ამავე კატეგორიაში