იმ გზის შესახებ მოგიყვებით, რომელიც საფრთხის გამო გადაკეტეს, გამაგრებისთვის კი სავარაუდოდ თვეები დასჭირდება. ამ პროცესით ის 120 ოჯახი ზარალდება, რომლებიც ახალშენიდან ბათუმში მოსახვედრად სწორედ ამ გზით სარგებლობდა.
მეწყრული პროცესების განვითარების შემდეგ, ოჯახები შემოვლითი გრძელი გზით გადაადგილდებიან, თუმცა ფაქტს აპროტესტებენ და პროცესების დაჩქარებას ითხოვენ. კანონის და მოსახლეობის მოთხოვნა – როგორ უნდა მოიქცეს საგზაო დეპარტამენტი?