გამოძიებამ სასტუმრო ''ლეოგრანდის'' მფლობელი დაკითხა. ეროლ ავგორენი გამომძიებლებმა რამდენიმე დღის წინ გამოკითხეს. “ლეოგრანდის” ადვოკატის ინფორმაციით, მან უპასუხა კითხვებს სასტუმროში უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებით. სწორედ ამ მიმართულებით არიან დაკითხულები სასტუმროს ათეულობით თანამშრომელიც.
იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები სასტუმროში თუ პერსონალმა დაუშვა შეცდომა_ ადვოკატის თქმით, გამოძიება სწორედ ამ კუთხით მუშაობს.ამ დრომდე უცნობია ექსპერტიზის პასუხები. საგამოძიებო მოქმედებები სასტუმროში გრძელდება. "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს გაჩნდა. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.