მახვილაურში ავტობანის მშენებლობის გამო სკოლა დაინგრევა

14 დეკემბერი 2017, 00:00 5098 ნახვა

განათლების სამინისტროს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ახალი სკოლის აშენება მოუწევს. ავტობანის მშენებლობის გამო მახვილაურის 23-ე საჯარო სკოლის დანგრევა იგეგმება. ამასთან, მიმდინარეობს შესყიდული სახლების დემონტაჟი, ასევე იმ კერძო საკუთრების ათვისება, რომლებიც საავტომობილო გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის წესით გადაეცა.

მას შემდეგ, რაც ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდება, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყება, რომელიც მახინჯაურიდან განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს გაივლის. ჯერ - ჯერობით ოფიციალურად არაა გადაწყვეტილი, რომელ ტერიტორიებს დაფარავს მაგისტრალი ხელვაჩაური - სარფის მონაკვეთზე. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში