ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. კანდიდატის წარდგენა შეუძლია სამხატვრო საბჭოს ან საინიციატივო ჯგუფს. საბუთების მიღება 3 იანვრამდე გაგრძელდება. ამჟამინდელ სამხატრო ხელმძღვანელს ანდრო ენუქიძეს უფლებამოსილება 12 იანვარს ეწურება.