ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდა. აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა ამ დღისადმი მიძღვნილი მიღება გამართა. ყოფილი პრეზიდენტის ხსოვნას შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ღონისძიებას აზერბაიჯანული დიასპორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.