დაკავება დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე

14 დეკემბერი 2017, 00:00 2764 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის სამი ფაქტი გამოავლინეს და 5 პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით,   ერთ შემთხვევაში, ბრალდებულებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის ნდობა მოიპოვეს და მოტყუებით დაარწმუნეს, რომ სამინისტროს თანამშრომლის დახმარებით, თანხის გადახდის შემთხვევაში, დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელში ფართს მისცემდნენ.

ორ შემთხვევაში კი ბრალდებულები დევნილებს დაპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ სახელმწიფოს მიერ უსასყიდლოდ გადასაცემი საცხოვრებელი ბინის ურიგოდ მიღებაში. ბრალდებულები  თაღლითური გზით, 14 ათას 100 დოლარს დაეუფლნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი